ჟურნალის ისტორია

“ხმა ქართველი ქალისა” არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტის მიერ შექმნილი სამეცნიერო-პუბლიცისტური  ჟურნალი. თსუ-ის გენდერის კვლევის ინსტიტუტი დაფუძნდა 2012 წელს უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულს სახით, რომელიც უზრუნველყოფს გენდერის მიმართულებით არსებული აკადემიური პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობასა და ადმინისტრირებას.  ინსტიტუტის მიზნებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერის      მიმართულების ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების განვითარება, გენდერის პრობლემებზე მომუშავე აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო სტუდენტების თანამშრომლობისათვის ინსტიტუციური პლატფორმის უზრუნველყოფა, გენდერის კვლევის სასწავლო საგნების ინტეგრაცია უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებსა და კვლევებში, უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციული პერსონალისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული უთანასწორობის პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.