ხმა ქართველი ქალისა https://womensvoice.tsu.ge/index.php/WOM
“ხმა ქართველი ქალისა” არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტის მიერ შექმნილი სამეცნიერო-პუბლიცისტური ჟურნალი, რომელიც დაარსდა იმავე სახელწოდების ფემინისტური გაზეთის ასი წლისთავთან დაკავშირებით. გაზეთი” ხმა ქართველი ქალისა” ქუთაისში გამოცემოდა 1917-1918 წლებში ფემინისტის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის კატო მიქელაძის თაოსნობით. სამეცნიერო-პუბლიცისტური ჟურნალი გამოდის წელიწადში ორჯერ და ქმნის პლატფორმას თანამედროვე, ადგილობრივი ფემინისტური, ინტერდისციპლინარული აკადემიური ნააზრევის ხელშეწყობისა და განვითრებისთვის. გენდერის კვლევის სასწავლო საგნების ინტეგრაცია უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებსა და კვლევებში, უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციული პერსონალისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული უთანასწორობის პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.
TSU Institute of Gender Studies ka-GE ხმა ქართველი ქალისა 2449-3023 „ხმა ქართველი ქალისას" მესამე ნომრის შესახებ https://womensvoice.tsu.ge/index.php/WOM/article/view/3097 სარედაქციო კოლეგია საავტორო უფლებები (c) 2021 2021-11-25 2021-11-25 3 განმანათლებლობა და სექსუალობა მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი ქალი ავტორების ნაწარმოებებში https://womensvoice.tsu.ge/index.php/WOM/article/view/3094
სტატია მიმოიხილავს ქართველი, ფემინისტი მწერალი ქალების მიერ 1880-1927 წლებში გამოქვეყნებულ მოთხრობებს, რომლებიც სექსუალობის საკითხებს ეხებოდა; აანალიზებს იმ პერიოდში გავრცელებული განმანათლებლობის იდეების გავლენას მათ ნაწარმოებებში სექსუალობის ასახვაზე. კვლევა მიმოიხილავს ფემინისტურ მიდგომებს, რომლებითაც აღნიშნული მოთხრობებია დაწერილი. ტექსტები გაანალიზებულია მიხაილ ბახტინის დიალოგური კრიტიკისა და მიშელ ფუკოს დისკურსის კრიტიკული ანალიზის მეთოდით, ასევე სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების კვლევის მეთოდებით შეისწავლის მხატვრულ ლიტერატურას. აქცენტი კეთდება ნაწარმოებებში ჩაგრულთა ხმების წაკითხვის მეთოდებზე და ზოგიერთ მიზეზზე, თუ რატომ მიეცა ადვილად დავიწყებას მე-19 და მე-20 საუკუნის მიჯნაზე საქართველოში არსებული ფემინისტური მოძრაობა.
ნინო ცქიფურიშვილი საავტორო უფლებები (c) 2021 2021-11-25 2021-11-25 3 10.48614/vgw.3.2021.3094 ბაბილინა ხოსიტაშვილის გზა დამოუკიდებელ ავტორობამდე (მისივე დღიურის ანალიზის მიხედვით) https://womensvoice.tsu.ge/index.php/WOM/article/view/3093
სტატიაში განხილული და გაანალიზებულია მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ სინამდვილეში პუბლიცისტ ქალად შედგომის გზის სირთულეები, ბაბილინა ხოსიტაშვილის გამოცდილებაზე დაფუძნებით. სტატიის ამოცანაა, უპასუხოს კითხვას: ჰქონდათ თუ არა ქალებს და ამ შემთხვევაში, ბაბილინა ხოსიტაშვილს, რაიმე სახის ბარიერი პუბლიცისტად იდენტიფიცირების ან ნაშრომების გამოქვეყნების ეტაპებზე? ხოლო, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განსაზღვროს გამოწვევათა რაობა. სტატიაში ანალიტიკა სრულად ეყრდნობა ბაბილინა ხოსიტაშვილის დღიურის ჩანაწერებს და გამომდინარეობს თავად ბაბილინას თვითრეპრეზენტაციის ანალიზიდან.
მაგდა საგინაშვილი საავტორო უფლებები (c) 2021 2021-11-25 2021-11-25 3 10.48614/vgw.3.2021.3093 ქალების როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მაგალითზე https://womensvoice.tsu.ge/index.php/WOM/article/view/3092
ნაშრომში გაანალიზებულია ქალების როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მაგალითზე. კერძოდ, განხილულია თუ რა წარმატებებს მიაღწიეს ქალებმა წლების განმავლობაში მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესებში. ამასთანავე, ხაზგასმულია იძულებით გადაადგილებული ქალების მნიშვნელოვანი როლი შერიგების პროცესებში, რომლებიც გვევლინებიან არა მხოლოდ როგორც კონფლიქტის მსხვერპლები, არამედ როგორც პირველი აგენტები ცვლილებებისთვის. ნაშრომში ასევე გაანალიზებულია დღესდღეობით ქალების წინაშე მდგარი რიგი წინააღმდეგობები.

საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ-აფხაზური „გაყინული კონფლიქტის~, გაყოფილი ქართულ-აფხაზური საზოგადოებებისა და წლების განმავლობაში ჩიხში შესული ფორმალური მოლაპარაკებების პირობებში აუცილებელი ხდება დიალოგისთვის ალტერნატიული გზების ძიება. კვლევა შეისწავლის ქალთა ჩართულობას მშვიდობის მშენებლობის პროცესში, არაოფიციალური მოლაპარაკებებისა და სახალხო დიპლომატიის ფარგლებში. შესაბამისად, ნაშრომში განხილულია საქართველოში მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების სიღრმისეული ინტერვიუები. კვლევის თანახმად დგინდება, რომ ქართულ-აფხაზური „გაყინული კონფლიქტისა~ და ჩიხში შესული ფორმალური მოლაპარაკებების პირობებში, მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობა ქმნის საფუძველს საერთო თანამშრომლობისა და ინტერ-ეთნიკური დიალოგისთვის.
მარი მჭედლიშვილი საავტორო უფლებები (c) 2021 2021-11-25 2021-11-25 3 10.48614/vgw.3.2021.3092 ფემინისტური ბრაზი ზრუნვის შრომის არაღიარებაზე https://womensvoice.tsu.ge/index.php/WOM/article/view/3091
მოცემულ სტატიაში, ვცდილობ, ვისაუბრო საოჯახო და ზრუნვით შრომაზე. პირველ რიგში, ვაკეთებ დათქმას იმასთან დაკავშირებით, რომ სტატია ვერ მოიცავს საოჯახო და ზრუნვის შრომასთან დაკავშირებულ დებატს სრულყოფილად; მიზნად ვისახავ, აღვწერო ჩემი დაკვირვებები და მათი გაანალიზებისთვის უკვე დაგროვილ ცოდნებს დავეყრდნო. ტექსტის პირველ ნაწილში, შევეცდები, გენდერული სამართლიანობის საკითხის გაშლას და მისი დახმარებით საოჯახო და ზრუნვით შრომაზე რეფლექსიას; მეორე ნაწილში, ვისაუბრებ საოჯახო და ზრუნვის შრომის შესახებ არსებული დისკუსიების მარგინალიზებულად ყოფნაზე და მის, როგორც ასეთად არსებულის მიზეზებზე.
გიგა კარაპეტიანი საავტორო უფლებები (c) 2021 2021-11-25 2021-11-25 3 10.48614/vgw.3.2021.3091 ეკონომიკური ჩაგვრის გენდერული ჩრდილები: მემკვიდრეობის გადანაწილების ძალაუფლებრივი ასპექტები https://womensvoice.tsu.ge/index.php/WOM/article/view/3090
წინამდებარე კვლევის მიზანია შეისწავლოს მშობლების მიერ ქალების მემკვიდრეობის სქემიდან გამოთიშვის წინაპირობები და შედეგები. მიუხედავად არსებული სამართლებრივი მექანიზმებისა, სოციალური პრაქტიკები ადასტურებენ, რომ ხშირ შემთხვევებში ქალებს მშობლების სამკვიდრო წილი არ ერგებათ. სამკვირდრო წილის არათანაბარ გადანაწილებას გენდერული ჩაგვრის განზომილება აქვს, ამიტომ კვლევა შეისწავლის ძალაუფლებრივი ურთიერთობის ფორმებსა და შედეგებს, რის საფუძველზეც ხდება გენდერული როლებისა და მოლოდინების შექმნა მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. კვლევა ასევე შეისწავლის მემკვიდრეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით ქალების წინააღმდეგობის სტრატეგიებსა და მათ შედეგებს. და ბოლოს, კვლევა განიხილავს რამდენად იცვლება თაობათაშორისი დისკურსი სამკვიდრო წილთან მიმართებაში და რა განაპირობებს ამ ცვლილებას.

კვლევა ეფუძნება თვისებრივ მეთოდოლოგიას, მონაცემთა შეგროვების მეთოდად კი გამოყენებულ იქნა მიზნობრივი შერჩევა, რასაც მოყვა მისი ერთ-ერთი ნაირსახეობის – თოვლის გუნდის პრინციპით იმ რესპონდენტების გამოვლენა, ვისაც მემკვიდრეობის უთანასწორო გადანაწილების გამოცდილება ჰქონია. ჩატარდა 15 ჩაღრმავებული, ემპათიური ინტერვიუ და 2 ფოკუს ჯგუფი. კვლევის ანალიზის მეთოდად გამოყენებულ იქნა დისკურსის კრიტიკული ანალიზი, რომელიც ეყრდნობა მიშელ ფუკოს დისკურსის პოლიტიკის ანალიზის თეორიულ ჩარჩოს. კვლევის ანალიზის თეორიული ჩარჩო ეფუძნება ძალაუფლებრივი ურთიერთობების არსსა და მისი გამოვლენის ფორმებს, კერძოდ, სუბორდინაციას, დისციპლინირებასა და ექსპლუატაციას. ასევე ამ ფორმების შედეგებს.

კვლევის მონაცემების ანალიზისას გამოვლინდა, რომ მემკვიდრეობის არათანაბრად გადანაწილებას და შედეგად ქალების მშობლების მემკვიდრეობის სქემიდან გამოთიშვას თავისი წინაპირობები გააჩნია. გამოაშკარავდა ოჯახებში მემკვიდრეობის გადანაწილებასთან დაკავშრებული დისკურსები, რის საფუძველზეც ხდება განსხვავებული გენდერული როლებისა და მოლოდინების შექმნა. აღნიშნული დისკურსები ვლინდება კოლექტიურ ცოდნაში, ასევე ენობრივ კატეგორიებსა და ოჯახურ წეს- ჩვეულებებში, აღზრდის დისციპლინირების ფორმებში, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდების სხვადასხვა ღირებულებით კატეგორიებში მონიშვნას, მათ სუბორდინაციას და საკუთრების ფლობიდან მათ გამოთიშვას.

კვლევამ აჩვენა, რომ ქალები იშვიათად, მაგრამ მაინც აცხადებენ პრეტენზიას მშობლების მემკვიდრეობის მისაღებად. ქალების ამ მოთხოვნას უარყოფითად ხვდებიან მათი ოჯახები, რაც ხდება ქალების გარიყვის საფუძველი. ქალები განიცდიან უსამართლობის გრძნობას და შედეგად, პროტესტის ნიშნად, ისინი უარს ამბობენ იზრუნონ მშობლებზე, რაც ქალებისთვის სამაგიეროს გადახდის ერთგვარი საშუალებაა და ამდენად, გამარჯვების სტრატეგია.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ მემკვიდრეობის არათანაბრად გადანაწილების დისკურსი თაობების ცვლილებასთან ერთად წარმავალია. ეს განპირობებულია გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ზრდით, ასევე ოჯახებში პატრიარქალური გენდერული როლების ცვლილებით.
მაია ჩიტაია საავტორო უფლებები (c) 2021 2021-11-25 2021-11-25 3 10.48614/vgw.3.2021.3090 ქალი, როგორც საკუთრება: საკითხის პრობლემატიზაცია მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ ფემინისტურ ნააზრევში https://womensvoice.tsu.ge/index.php/WOM/article/view/2503
აღნიშნული სტატია გვთავაზობს მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ ფემინისტურ ნარატივში ქალის, როგორც საკუთრების იდეის მიმოხილვას. ტექსტში გაანალიზებულია ორი მნიშვნელოვანი ფემინისტი აქტივისტის, ლიდია მეგრელიძისა და კატო მიქელაძის პერსპექტივები იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობდა მათ ეპოქაში ქალის საკუთრებად აღქმა, რომელ ისტორიულ პერიოდს უკავშირდება აღნიშნული პრობლემა და რატომ არის ის ქალთა ჩაგვრის სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შრე. სტატიაში მიმოხილული მასალა ეყრდნობა ლიდია მეგრელიძისა და კატო მიქელაძის არქივებს. მეგრელიძის თვალსაზრისები გვხვდება გაზეთ ,,ახალ კვალში’’ დაბეჭდილ მის წერილებში. ასევე აღნიშნულ თემაზე აქცენტები მან ,,მწერალთა სახლში’’ გამოთქმულ სიტყვაში გააჟღერა. კატო მიქელაძის ხედვა მიმობნეულია მთელს თავის პუბლიცისტიკაში, რომელიც იბეჭდებოდა მისივე გაზეთში ,,ხმა ქართველი ქალისა’’.ისტორიული მიმოხილვის კვალდაკვალ, მეგრელიძე და მიქელაძე ქალთა ჩაგვრის საკუთრების ჭრილში ახსნას ისეთი მნიშვნელოვანი კატეგორიების საშუალებით ახდენენ, როგორიცაა სოციალური კლასი და ქალის სექსუალობა. მეგრელიძის თანახმად, მუშათა ოჯახში ქალი საკუთრებად არ განიხილებოდა, რამდენადაც აქ კერძო საკუთრების ფლობიდან აქცენტი მეუღლეებს შორის ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე იყო გადატანილი. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ბატონყმობის გაუქმებასთან ერთად, კერძო საკუთრების ფლობამ მონოგამიური ოჯახი მეტად იერარქიული გახადა და ქალი მატერიალური სარგებლის მიღების ერთ-ერთ წყაროდ გადააქცია. კატო მიქელაძემ ქალის საკუთრებად აღქმის პრობლემა სექსუალობასთან დააკავშირა და ქალის გაუპატიურების (მათ შორის - ქმრის მიერ), მოტაცების, ტრეფიკინგის საკითხების წინ წამოწევით მან ეს ცნება გააფართოვა. ლიდია მეგრელიძისა და კატო მიქელაძის მოსაზრებები მნიშვნელოვანია, რამდენადაც, ისინი დასაბუთებულად და გამბედავად საუბრობენ საზოგადოებაში არსებულ იმ მავნე პრაქტიკებზე, რომლებიც ხშირად ტაბუდადებული და მიჩქმალული იყო ამავე პრაქტიკების კვლავწარმოების სასარგებლოდ და ითვალისსწინებენ ყველაზე მთავარს, ადგილობრივ კონტექსტს, რაც ქალთა ისტორიის აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს.
სალომე ქინქლაძე საავტორო უფლებები (c) 2018 ხმა ქართველი ქალისა 2021-12-30 2021-12-30 3 10.48614/vgw.2.2018.2503 ქართველ ქალთა საკითხი ლიდია მეგრელიძის პერსპექტივიდან (პასუხი კონსტანტინე კაპანელის ფილოსოფიურ ნაშრომზე) https://womensvoice.tsu.ge/index.php/WOM/article/view/2502
ნაშრომში განხილულია მწერალთა სახლში წაკითხული ლიდია მეგრელიძის მოხსენება, რომელიც ეხება კონსტანტინე კაპანელის წიგნს "სული და იდეა". ამ მოხსენების ანალიზი და მის კვალდაკვალ კონსტანტინე კაპანელის წიგნთან მიბრუნება, საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, აქამდე როგორც საბავშვო მწერლად ცნობილი, ქალი ავტორის საკმაოდ მწვავე კრიტიკა, რომელიც გავლენიანი ფილოსოფოსი კაცისკენაა მიმართული. კაპანელი ქართველ ქალებს ადანაშაულებდა, რომ მათ აღარ აქვთ სიყვარული და ვნება, დედობრივი სინაზე, ქალურობა, ოჯახისადმი პატივისცემა. იგი ქართველ ქალთა დახასიათებით აღწერდა ქვეყნის უკეთურობებს. ლიდია მეგრელიძე კი მიჰყვება კაპანელის აზრთა ჯაჭვს და გამოხატავს უკმაყოფილებას ქალთა ასეთი დემონიზების გამო - ლიდია საუბრობს სოციალური კლასის და კონტექსტის გათვალისწინების აუცილებლობაზე ქალებზე საუბრისას; იგი კითხვის ქვეშ სვამს კაპანელის მიერ აღქმულ ოჯახს - მის მიხედვით, ოჯახი არაა ურყევი, იგი იცვლება და მისი ხასიათი მუდმივად უნდა იყოს განსჯის საგანი; ლიდია ეხება ქართველი ქალის სექსუალობასა და ინდივიდუალობას.
ლიდიას კრიტიკა მნიშვნელოვანია არამხოლოდ მისი მკაფიო პროტესტის გამო, რომელიც ქალთა მდგომარეობის და საკითხის შეუსაბამოდ წარმოჩენას შეეხება, არამედ იმ არგუმენტაციის გამო, რომლის ირგვლივაც იგი აგებს თავის მოხსენებას. მოხსენება ლიდიას ფემინისტური ხედვაა. რეალურად, ამ მოხსენების საშუალებით, რომელიც ლიდიას ხელნაწერის სახითაა შენახული გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში და რომელსაც მიწერილი აქვს “ქალთა საკითხს ეხება”, გაისმა აქამდე გაუჟღერებელი ფემინისტი ავტორის ხმა, რომელიც პატრიარქალური აზროვნების წინააღმდეგ გამოდის და არ ეპუება ავტორიტეტებს. მარიამ ჭანჭალეიშვილი საავტორო უფლებები (c) 2018 ხმა ქართველი ქალისა 2021-12-30 2021-12-30 3 10.48614/vgw.2.2018.2502 8 მარტის გაშუქება ქალთა ჟურნალებში https://womensvoice.tsu.ge/index.php/WOM/article/view/2501
სტატიაში დეტალურად გაანალიზებულია 8 მარტის აღნიშვნა 1920-30-იან წლებში საქართველოში. კვლევა ეყრდნობა ჟურნალ „ჩვენ გზასა“ და შემდგომში „მშრომელ ქალში“ გამოქვეყნებულ სარვამარტო სტატიებს. კვლევის თემებია: რა საკითხები შუქდებოდა ქალთა გამოცემებში, როგორ აღინიშნებოდა 8 მარტი მოცემულ პერიოდში, რა პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ამ დღეს საბჭოთა საქართველოში. ამ სტატიის მიზანია 8 მარტის კრიტიკული გადააზრება და იმ მითის დანგრევა, რომ საბჭოთა რეჟიმმა ქალებს რეალური თანასწორობა მოუტანა.
ლანა მუშკუდიანი ნინო ცქიფურიშვილი საავტორო უფლებები (c) 2018 ხმა ქართველი ქალისა 2021-12-30 2021-12-30 3 10.48614/vgw.2.2018.2501 ქალთა შრომა და სექსუალობა ქართულ საბჭოთა სოფელში https://womensvoice.tsu.ge/index.php/WOM/article/view/2500
კვლევის ფოკუსია სოფლად მცხოვრები მშრომელი ქალები და მათი პერსპექტივიდან დანახული და განცდილი საბჭოთა კავშირის, ქართული საბჭოთა სოფლის ისტორია. კვლევის მიზანი ქართულ საბჭოთა სოფელში ქალების ცხოვრების შესწავლა და ქალთა შრომისა და სექსუალობის მნიშვნელობის ანალიზია. საკითხის შესწავლა ზეპირი ისტორიების ინტერვიუების ანალიზით ხდება; ინტერვიუები შეირჩა პუბლიკაციიდან “ქალი საბჭოთა სოფელში: ზეპირი ისტორიები”. ინტერვიუ-ნარატივები დამუშავებულია ორგვარი - სინტაგმატური და პარადიგმატული - ანალიტიკური სტრატეგიით, რაც საშუალებას იძლევა, ერთი მხრივ, გამოვლინდეს თხრობის სიუჟეტური ხაზები, მეორე მხრივ კი, ქალების (თვით)რეპრეზენტაცია და მიმართებები მმართველ იდეოლოგიასა და სხვადასხვა ფენომენებთან. ამგვარი ანალიზის შედეგად შესაძლებელი ხდება ქალების ცხოვრების შესწავლა და შრომისა და სექსუალობის კუთხით მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების გამოკვეთა.
აია ბერაია საავტორო უფლებები (c) 2018 ხმა ქართველი ქალისა 2021-12-30 2021-12-30 3 10.48614/vgw.2.2018.2500