"კლასის გრამატიკული კატეგორიის რეკონსტრუქციისათვის ნახურ-დაღესტნურ ენებში"
საკვანძო სიტყვები:
კლასის გრამატიკული კატეგორია, პოსტულირება, კლასიფიკატორიანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია ნახურ და დაღესტნურ ენათა უნივერსალური გრამატიკული კლასის კატეგორია აღწერითი და შედარებითი თვალსაზრისით. თავდაპირველად განხილულია საკვლევ ენებში პოვნიერი კლასოვანი სისტემები, რომლებსაც ერთვის კლასიფიკატორების სინოპტიკური ცხრილი. მეორე ნაწილი ეძღვნება კლასოვანი სისტემების პოსტულირების ძველ და მეტად აქტუალურ პრობლემას. დახასიათებულია კლასიფიკატორების ფუნქციონირების ტრანსფორმაციული პროცესები და სემანტიკური ცვლილებანი. ნაჩვენებია, რომ ნახურ-დაღესტნურ ენათა კლასების სისტემა მოყოლებული მათი ფუძეენიდან დღევანდლამდე განვითარების ძირითად ტენდენციას – კლასთა თანდათანობითი შემცირებისა და ელიმინაციის კარდინალურ ხაზს მისდევს. ნაშრომში წარმოდგენილია კლასის გრამატიკული კატეგორიის არქაული სახის რეკონსტრუქციის ცდა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



