ქართულიდან ნასესხები ზმნები წოვათუშურ ენაში

ავტორები

  • დიანა კაკაშვილი თსუ

ანოტაცია

ქართული ენიდან ნასესხები ზმნური ფორმები წოვათუშურში საკმაოდ ბევრია და ლექსიკური ფონდის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ნასესხებ ფორმათა ფონეტიკური და მორფოსინტაქსური ადაპტაციის საშუალებები და სტრატეგიები. ქართულიდან წოვათუშურში ზმნების სესხება პირდაპირ, ზმნური ფორმით არ ხდება. წოვათუშური სესხულობს მხოლოდ ნაზმნარ სახელს, მასდარს, და აფორმებს მას საკუთარი დ-არ და დ-ალ-არ მეშველი ზმნებით. პირველი მათგანი გარდამავალი შინაარსის ზმნებს აწარმოებს, მეორე კი გარდაუვლს, როგორც საკუთარ, ისე ნასესხებ ფუძეებზე დართვით. დ-არ და დ-ალ-არ ელემენტებს, ამ შემთხვევაში აქვთ მაზმნავებელი ფუნქცია, ისინი დაირთავენ ყველა ფლექსიურ ელემენტს, ძირითადი შინაარსი კი სახელადი ნაწილითაა გამოხატული. ამ სახით ხდება ქართული მასდარების ზმნად მარკირება წოვათუშურში. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ნასესხები ზმნა წოვათუშურში კომპოზიტური წარმოებისაა: ნასესხები მასდარისა და საკუთარი მაზმნავებელი ელემენტების – მეშველი ზმნების გამოყენებით წარმოიქმნება რთული ზმნა. გარდა ფონეტიკურისა, ხდება ნასესხები მასდარების მორფო-სინტაქსური ადაპტაცია და მათი გაზმნავება ზემოთ ნახსენები მეშველი ზმნების საშუალებით. ქართულიდან ნასესხები ფორმების წოვათუშურ ენაში ადაპტაცია მოიცავს რამდენიმე ეტაპს: ა) მიმღები ენის ფონემატურ სტრუქტურასთან მისადაგებას; ბ) ნასესხები სიტყვის გაზმნავებას; ბ) მისი ვალენტობის განსაზღვრას: დ-არ ყოველთვის გარდამავალ ზმნას აწარმოებს, დ-ალ-არ კი გარდაუვალს. ამასთანავე, ზმნად მარკირება და ფლექსიური კლასის განსაზღვრა ერთი და იმავე მაწარმოებლებით ხდება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-11

როგორ უნდა ციტირება