მოჩვენებითობის კილოს -შ ა სუფიქსის წარმომავლობისათვის აფხაზურში

ავტორები

  • ნანა მაჭავარიანი თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

საკვანძო სიტყვები:

აფხაზური ენა, მოდალური ელემენტი, იბერიულ-კავკასიური

ანოტაცია

მოჩვენებითობის კილო აფხაზურში იწარმოება -შ ა სუფიქსის დართვით სხვადასხვა ნაკვთის ფორმაზე: ი-ზ-ბო - შ ა „თითქოს ვხედავ“, დ-ცა-ზ -შ ა „თითქოს წავიდა“, ს - ყოუ - შ ა „თითქოს ვარ“ . - შ ა სუფიქსი, ჩვენი აზრით, უნდა მომდინარეობდეს აფხაზური ა- შ ა „სიმღერა“ლექსემისაგან; აფხაზურში დამკვიდრებულია აშ ა არა „სიმღერის თქმა“ შესიტყვება და აქედან პირიანი ფორმა აშ ა ( ) ე ტ „სიმღერას ამბობს“. სავარაუდოდ, მოჩვენებითობის კილოს წარმოებისათვის ამ შესიტყვების ზმნური ნაწილი დაიკარგა და მხოლოდ სახელური ნაწილისაგან მივიღეთ განსახილველი -შ ა აფიქსი. სტატიაში პარალელია გავლებული ქართულის მოჩვენებითობის „თითქო /„თითქოს“ ნაწილაკთან, რომელიც სხვადასხვა მწკრივის ფორმას დაერთვის და გამოხატავს მოჩვენებითობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფხაზურის -შ ა უნდა მომდინარეობდეს შესიტყვებისაგან აშ ა ( ) ე ტ „სიმღერას ამბობს“, მსგავსად ქართულის „თითქოს“ ნაწილაკისა, რომელიც მომდინარეობს “თუ“ ნაწილაკდართული ზმნური ფორმისაგან, „თუ ითქვას“, ოღონდ აფხაზურის შემთხვევაში ზმნა დაკარგულია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-11-11

როგორ უნდა ციტირება

მაჭავარიანი ნ. (2022). მოჩვენებითობის კილოს -შ ა სუფიქსის წარმომავლობისათვის აფხაზურში. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, (3). Retrieved from https://womensvoice.tsu.ge/index.php/icl/article/view/11801