რა საჭიროა წრფელობითი ბრუნვის აღდგენა?

ავტორები

  • ვახტანგ მაღრაძე თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

საკვანძო სიტყვები:

ახალი ქართული ენა, მედია, სათაურები, სალიტერატურო ენა, სახელობითი ბრუნვა

ანოტაცია

"მრავალსაუკუნოვანმა ქართულმა სალიტერატურო ენამ განვითარების საინტერესო გზა განვლო. ძველ ქართულში, ახალი ქართულისაგან განსხვავებით, გამოიყოფოდა ბრუნვა, რომელსაც წრფელობითი ეწოდება. ეს ბრუნვა უნიშნოა, იგი სახელის ფუძეს წარმოადგენდა. „წრფელობითი ერთი უძველეს (პირველ) ბრუნვათაგანია. ქართული ენის განვითარებაში იყო დრო, როცა არ არსებობდა სახელობითი ბრუნვა, მაშინ მის როლს წრფელობითი ასრულებდა“ (ივ. იმნაიშვილი). დღევანდელ ქართულში რატომღაც უცხოური ენის წამხედურობით, რადგან ძველი ქართულის ტრადიციების აღდგენას ვერ დავაბრალებთ (საეჭვოა, რომ ეს გაეთვალისწინებინათ), ხშირად ვხვდებით აბრებზე მიწერილ თუ პრესაში დაბეჭდილ ფუძის სახით წარმოდგენილ სიტყვებსა თუ შესიტყვებებს, სათაურებსა თუ სახელწოდებებს. აღვნიშნავთ, რომ სიტყვები ფუძის სახით (ანუ წრფელობითი ბრუნვით) გამოიყენებოდა, როცა სახელობითი ჯერ კიდევ არ არსებობდა, ხოლო ახალი ბრუნვის გაჩენის შემდეგ წრფელობითის აქტიურობა შემცირდა და თანდათანობით სრულიად გაქრა. ამდენად, ყოვლად მიუღებლად და გაუმართლებლად მიგვაჩნია დამკვიდრებული წესების რევიზია და უცხოური ენების წამხედურობით განვლილი პროცესის უკან დაბრუნება – გაუფორმებელი სახით სახელწოდებების დაწერა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-11