საერთო იბერიულ-კავკასიურ ძირთა მქონე ლოკალური პრევერბები აფხაზურში

ავტორები

  • ნანა მაჭავარიანი თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

საკვანძო სიტყვები:

აფხაზური ენა, ლოკალური პრევერბი, იბერიულ-კავკასიური

ანოტაცია

აფხაზურ ენას, ინკორპორაციული ბუნების გამო, უხვად მოეპოვება ე. წ. ლოკალური პრევერბები, რომლებიც ერთვიან ზმნას და ზოგჯერ სახელსაც და უცვლიან მას ნიშვნელობას, გამოხატავენ მიმართულებას, ადგილმდებარეობას და სხვ. როგორც ცნობილია, ლოკალური პრევერბები დამოუკიდებელ სიტყვათაგან მომდინარე მორფოლოგიური ოდენობებია, რომლებიც დროთა განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში, თავიანთ ამოსავალ მნიშვნელობას დაშორდნენ და მოდალურ ელემენტებად ჩამოყალიბდნენ. ასეთ ენობრივ უბანში იბერიულ -კავკასიურ ენათა შორის არსებული ერთობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ლოკალური თუ სხვა შინაარსის მქონე მოდალური ელემენტები ენის ლექსიკური ფონდის უძველეს ნაწილს წარმოადგენს. სტატიაში განხილულია რამდენიმე ლოკალურ პრევერბი, რომლებიც, ჩვენი აზრით, საერთო იბერიულ-კავკასიური წარმომავლობისა უნდა იყოს: არა „შემოღობილ-შემოკავებულთან“, „სადგომთან“ ყოფნა-მოქმედებასთან დაკავშირებით. შდრ.: ქართ. რაგვი, შემორაგვა, მეგრ.: გორაგუა, რაგუა, სვან.: რ გ „დანგრევის პირას მისული ( შენობა, გზა)“. ძაა „სითხესთან, წყალთან დაკავშირებით“, შდრ. ქართ.: ვეძა, ვეძისი, ვეჯა, ვეჯინის ხევი. ნ - ( ნ -) „ცხენზე თან“, შდრ.: ქართ.: ცხენი, მეგრ.: ცხენი, სვან.: ჩ ჟ. ამ ლექსემასთან დაკავშირებით საგანგებოდ გვინდა გავამახვილოთ ყურადრება იმ გარემოებაზე, რომ ქართულსა და მეგრულს შორის არსებულ იდენტურ ც / ც შესატყვისობას, სვანურის მსგავსად, აფხაზურში ც / ჩ ბგერათშესატყვისობა შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზურს „ცხენის“ აღსანიშნავად თავისი საკუთარი ა ლექსემა აქვს, აღნიშნულ ლოკალურ პრევერბში გვხვდება ქართველური ცხენ სიტყვის ნ - ( ნ -) შესატყვისი. კ ა/ „სახლის კუთხესთან“ დაკავშირებით, შდრ.: ქართ.: კუნჭული, მეგრ.: კუჭული... კ დ „ზედ, სიბრტყეზე“, შდრ.: ქართ.: კედელი, კიდე, კედარო, მეგრ.: კიდა „კედელი“, ჯებირი“, „ტიხარი“, სვან.: ჭ ედ „კედელი“. მ ა/ „შიგნით“, („მუცელში“) შდრ.: ქართ.: გულ-გვამი, მეგრ.: გვამი „მუცლის ღრუ“, სვან.: გ მ „მკერდი, გულმკერდი“. ფ რა / „წინ“ შდრ.: ქართ.: ფერდი. ფა / „წინ, პირისპირ“, შდრ.: ქართ.: გადაფარება, მეგრ.: ფორუა, სვან. ლიფრა .ღრა/ „მუცელში“, „შიგ (სიღრმეში)“ შდრ.: ქართ.: ღრუ /ღარი, სვან.: ღარი „მუცლის ღრუ“. ნ „სივრცეში“ შდრ.: ქართ.: ყენ. კ ლა / „ჭუჭრუტანაში“, „გამჭოლ“ შდრ.: ქართ.: კენ/ სკნელ. ხა / „მაღლა, თავთან დაკავშირებით“ შდრ.: ქართ.: ხურ / ხურვა, ახურავს. ლა / „შიგ, შორის“, შდრ.: ქართ.: ლალვა / შელალა, მეგრ. ულა, სვან. ლი-ზელ-ალ... ა / „მჭიდროდ მიკრული“, შდრ.: ქართ.: ყუნჭ / ყუნწ / ყუა. კნ / // კ ნ „დაკიდება“, შდრ.: ქართ.: სკნელ / კნელ. დ / „მკერდზე“, „გულის ფიცარზე“, სიბრტყეზე“, „ზედ“, შდრ.: ქართ.: გული, მეგრ. გური, სვან. გ ი, გუ. ვა / „გვერდით“, შდრ.: ქართ. გვერდი. / „გარშემო“, „ირგვლივ“, შდრ.: ქართ. ცე-კვ-ა. მღა / ბღა / „წელზე“, შდრ.: ქართ. ჩა-ბღა-უჭება. „ზედ (გდებით, ცემით)“, შდრ.: ქართ. ჟვავი, შვავი, ჟვეტა, შვეტა, მეგრ.: ზვე „ზვავი, ზვავად მოსული (ბალახი, სარეველა), სვან.: ჟი „ზე, ზედ“. სტატიაში წარმოდგენილია შესაბამის სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოდგენილი სხვა იბერიულ-კავკასიურ ენათა შესაბამისი მასალაც.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-11

როგორ უნდა ციტირება

მაჭავარიანი ნ. (2021). საერთო იბერიულ-კავკასიურ ძირთა მქონე ლოკალური პრევერბები აფხაზურში . იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, (2). Retrieved from https://womensvoice.tsu.ge/index.php/icl/article/view/11806