ნასესხებ კომპოზიტთა საკითხისათვის ქართულში, დიდოურსა და ბეჟიტურ ენებში

ავტორები

  • ნოდარ არდოტელი თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ანოტაცია

სტატიაში წარმოდგენილია კომპოზიტთა და მასში შემავალ კომპონენტთა სესხების კანონზომიერებანი ქართულში, დიდოურსა და ბეჟიტურ ენებში. გარკვეულია, რომ ისტორიულად საკვლევ ენებს (resp. ხალხებს) როგორც ერთმანეთთან, ისე გარეენობრივ სამყაროსთან ჰქონდათ გარკვეული ლექსიკური კონტაქტები, რაც ცხადყოფილია კომპოზიტის სათანადო კომპონენტთა სესხებით ამ ენათა შორისაც და სხვა წყარო- ენებიდანაც. შესასწავლ ენათა და დიალექტთა მონაცემების მაქსიმალური გათვალისწინებით, გამოკვლევაში გამოიყოფილია სუბსტანტივთა კოორდინაციულ კომპოზიტების სამი ტიპი: (1) ძირეულ სახელთა თხზვით მიღებული კომპოზიტები, რომელთა უშუალო შემადგენელთა გენეზისი ცნობილია ან მიჩნეულია ძირეულ სიტყვებად; (2) ძირეული და ნასესხები ლექსემებით წარმოქმნილი ჰიბრიდული კომპოზიტები, რომლებშიც ერთ-ერთ კომპონენტად გვხვდება საკვლევ ენათაგან ან სხვა ენობრივი წყაროდან მომდინარე ლექსიკური ერთეულები; (3) მარტოოდენ ნასესხები ლექსემებით თხზული კომპოზიტები, რომლებიც წყარო-ენიდან შეიძლება შეთვისებულნი იყვნენ კომპოზიტის სახით, ან გაკომპოზიტება მსესხებელ ენაში მოხდა. გამოკვლევაში განხილულია კომპოზიტის წევრთა სესხების მომართულების დადგენის ცდაც.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-11

როგორ უნდა ციტირება

არდოტელი ნ. (2021). ნასესხებ კომპოზიტთა საკითხისათვის ქართულში, დიდოურსა და ბეჟიტურ ენებში. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, (2). Retrieved from https://womensvoice.tsu.ge/index.php/icl/article/view/11807