აქტუალიზაციის ზოგი შემთხვევა ზეპირ მეტყველებაში

ავტორები

  • ბურჭულაძე Burchuladze თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

საკვანძო სიტყვები:

ზეპირი სინტაქსი, სიტყვათშეხამება, აქტუალიზაცია

ანოტაცია

ზეპირ მეტყველებაში აქტუალიზაციის ერთ-ერთი საშულებაა სპეციალური ლექსიკური ერთეულები, ანუ ლექსიკური აქტუალიზატორები. ამ თვალსაზრისით საინტერესო სურათს იძლევა შემდეგი სიტყვები, სიტყვათშეხამებანი თუ გამოთქმები: ერთიც ვნახოთ (ერთიც ვნახოთ და), გავიხედე და, კარგი ერთი, ერთი ეს, შენც ახლა, არა ბიჭო, კაი კაცო. ხშირ შემთხვევაში ისინი პირდაპირი მნიშვნელობით არ მოიაზრება და ნაწილაკური დანიშნულებისანი არიან. ეს გამოთქმები გამოიყენება არამარტო რეპლიკა-რეაქციაში, არამედ მოსაუბრის გაბმულ საუბარშიც განსაკუთრებით ხაზგასასმელი მოქმედების გამოსაყოფად. მოყვანილი ფორმები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ზეპირი მეტყველება ექსპრესიულ-ემოციური ხასიათისაა და სხვადასხვა მოდალობის შინაარსის გამოსახატავად მრავალფეროვანი სპეციფიკური სინტაქსური კონსტრუქციები იჩენს თავს. ინტონაციის ამგვარი ენობრივი აქტუალიზებით მჟღავნდება მოსაუბრის ემოციური გამოხატულება თქმულისადმი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-11-11

როგორ უნდა ციტირება