ერთი დისკუსიის ისტორიისათვის:

ქეთევან ლომთათიძე VS. გიორგი სერდიუჩენკო

ავტორები

  • თეიმურაზ გვანცელაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

აფხაზური ენის კვლევის ისტორია, აბაზური ენის კვლევის ისტორია, ქეთევან ლომთათიძე, გიორგი სერდიუჩენკო, საენათმეცნიერო დისკუსიები, სსრკ, ლომთათიძისა და სერდიუჩენკოს დისკუსია

ანოტაცია

აკად. ქეთევან ლომთათიძე (1911-2007 წწ.) ავტორია 400-ზე მეტი ნაშრომისა, რომლებშიც განხილულია აფხაზურ-ადიღური და ქართველური ენა-კილოების სტრუქტურა და ისტორია. მეცნიერს ცხოვრება და მუშაობა მოუხდა საბჭოთა კავშირში არსებულ უმძიმეს პოლიტიკურიდეოლოგიურ ვითარებაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი სრულიად ახალგაზრდა იქცა ლინგვისტური კავკასიოლოგიის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად. ქართველ მკვლევარს საყურადღებო დისკუსია ჰქონდა კომუნისტური იდეოლოგიის ადეპტთან, პროფ. გეორგი სერდიუჩენკოსთან (1904-1965 წწ.). გ. სედიუჩენკომ აბაზური დიალექტების კვლევა დაიწყო ХХ საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. მალე იგი გავლენიან ფიგურად იქცა და პრაქტიკულად აკონტროლებდა ენობრივ ვითარებას ჩრდილოეთ კავკასიაში. 1945 წელს გადაიყვანეს სსრკ მეცნ. აკად. რუსული ენის ინსტიტუტში, სადაც აქტიურად დევნიდა ტრადიციული ენათმეცნიერების მიმდევრებს. 1948 წელს გ. სერდიუჩენკო დაინიშნა მოსკოვის უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრის გამგედ და პრაქტიკულად გახდა საენათმეცნიერო კავკასიოლოგიის პირველი პირი. ქ. ლომთათიძემ 1944 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში უარყოფითად შეაფასა გ. სერდიუჩენკოს ერთი ნაშრომი: გ. სერდიუჩენკო სწორად ვერ აღიქვამს ფონემებს, სიტყვათა აგებულებას და ენის უმარტივეს ერთეულებსო. 1949 წელს ქ. ლომთათიძემ გამოსაქვეყნებლად გადასცა მწვავედ კრიტიკული რეცენზია გ. სერდიუჩენკოს სტატიების შესახებ „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის შრომებში“ გამოსაქვეყნებლად. რეცენზიაში გამოვლენილი იყო ელემენტური შეცდომები და პლაგიატობის შემთხვევები. „შრომების“ ეს ტომი სტამბამ დაბეჭდა, მაგრამ იგი შეაჩერეს, ხოლო ქ. ლომთათიძეს აფხაზეთის იმდროინდელმა პირველმა პირმა აკაკი მგელაძემ ურჩია, რეცენზიის ამონაბეჭდს გადმოგცემთ, კრებული კი უმისოდ გავრცელდებაო. ქ. ლომთათიძის ეს რეცენზია დაურიგდათ ბიბლიოთეკებსა და ცნობილ ენათმეცნიერებს. ამას ისიც დაერთო, რომ გ. სერდიუჩენკო ამხილეს იმ დროს უკვე გარდაცვლილი გამოჩენილი მეცნიერის, პროფ. ანატოლი გენკოს მონოგრაფიის მითვისების მცდელობაში. ამ ამბებს დიდი რეზონანსი მოჰყვა: გ. სერდიუჩენკო ჩამოაცილეს კავკასიოლოგიას, ხოლო ქ. ლომთათიძე ცნობილი გახდა როგორც უშიშარი და სამეცნიერო ეთიკის პრინციპების ერთგული მეცნიერი. გ. სერდიუჩენკოს უკან არ დაუხევია და 1955 წელს გამოქვეყნებულ ვრცელ ნაშრომში „აბაზური ენა (ზოგადი ცნობები აბაზების შესახებ, მათი დიალექტები, ფონეტიკა, მორფოლოგია, ტექსტები და ლექსიკონი“ გამოავლინა არაკომპეტენტურობის ახალი მხარეები და პრაქტიკულად დაასმინა პროფესორები: ქ. ლომთათიძე, გ. როგავა და არნ. ჩიქობავა, რომლებიც თურმე არასწორად იყენებდნენ ტერმინ „აფხაზურ-ადიღური ენებს“ და თვითნებურად შეჰყავდათ ამ ჯგუფში არა ხუთი, არამედ სამი ენა: აფხაზური, ადიღეური და უბიხური, რითაც უარყოფენ აბაზურისა და ყაბარდოულის არსებობას, რაც ეწინააღმდეგება საბჭოურ პოლიტიკასო. გ. სერდიუჩენკოს ამ გამოხდომის შემდეგ პროფ. ქ. ლომთათიძე დიდხანს რჩებოდა თავის თვალსაზრისზე აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფის შედგენილობის შესახებ: ტერმინი „აბაზური ენა“ მის ნაშრომებში პირველად იქნა გამოყენებული 1971 წელს, ხოლო ტერმინი „აფხაზურადიღური ენები“ არც მას, არც გ. როგავასა და არნ. ჩიქობავას არასოდეს უარუყვიათ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-11-11

როგორ უნდა ციტირება

გვანცელაძე თ. (2020). ერთი დისკუსიის ისტორიისათვის:: ქეთევან ლომთათიძე VS. გიორგი სერდიუჩენკო. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, (1). Retrieved from https://womensvoice.tsu.ge/index.php/icl/article/view/11809