გრამატიკული კლას-კატეგორიათა ნაშთი ძველი ქართული ენის მორფოლოგიურ სისტემაში

ავტორები

  • გიორგი გოგოლაშვილი თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

საკვანძო სიტყვები:

ძველი ქართული, სუფიქსი, უღლება

ანოტაცია

ძველ ქართულ ენაში სახელობითში დასმულ პირდაპირ ობიექტიან ფორმებში გამოჩნდება სუფიქსი -ენ(>ნ). რამდენადაც ამ სუფიქსის გამოვლენა დაკავშირებულია სახელობითში დასმული ობიეტის სიმრავლესთან, ამდენად იგი მიჩნეულია პირდაპირი ობიექტის მრავლობითობის ნიშნად; მაგრამ ამ შემთხვევაში წარმოიქმნება ერთი სერიოზული დაბრკოლება: -ენ (ნ) არ მიემართება რომელიმე კონკრეტულ პირს; იმავე ზმნურ ფორმაში კონკრეტული ობიექტური პირის სიმრავლე სხვა (შესაბამისი) აფიქსითაა გამოხატული. იგივე სუფიქსი თავს იჩენს ვნებითებშიც, სადაც მრავლობითში დასმულ სუბიექტს მიემართება და მას კონვერსიული მოქმედებითიდან გადმოყოლილად მიიჩნევენ... ირკვევა, რომ -ენ(ნ) სუფიქსის გამოყენება როგორც მოქმედებითი, ისე ვნებითი გვარის შემთხვევაში ზუსტად ემთხვევა კლასოვანი უღვლილების ენებში (მაგალითად, ხუნძურში) პირთა აღნიშვნის წესებს. ივარაუდება, რომ ძველ ქართულში -ენ(ნ) სუფიქსი ოდინდელი კლასოვანი უღლების ნაშთია; მას გრამატიკული ფუნქცია არ გააჩნია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-11-11

როგორ უნდა ციტირება

გოგოლაშვილი გ. (2020). გრამატიკული კლას-კატეგორიათა ნაშთი ძველი ქართული ენის მორფოლოგიურ სისტემაში. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, (1). Retrieved from https://womensvoice.tsu.ge/index.php/icl/article/view/11811