ლექსემა „ლაჩარი“ (ეტიმოლოგია)
საკვანძო სიტყვები:
ეტიმოლოგია, აფიქსაცია, სესხებაანოტაცია
სიტყვა „ლაჩარი“ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში განმარტებულია შემდეგნაირად: ლაჩარ-ი (ლაჩრისა) მშიშარა, მხდალი, ჯაბანი, ქალაჩუნა (საპირისპ. მამაცი). როცა უკან დახევა საშიშია, მაშინ ლაჩარიც-კი წინ წავაო (ხალხ.). მხნედ მივალ, ვერვინ დაგცინებს ლაჩარი შვილის ყოლაზე (ვაჟა). მასხრად იგდებდნენ მშიშარებსა და ლაჩრებს (ა. ყაზბ.). «ხანჯალი ამოიღე, შე ლაჩარო!» – შეუტია მილიციელმა (მ. ჯავახ.). ლექსემა უნდა მომდინარეობდეს ტაპანთური ლაჩა „კოჭლი, უფეხო“-სიტყვიდან, რომელიც ტაპანთურში ადიღეურიდანაა შესული: აშა,< აჩა, „კოჭლი“ . საგულისხმოა აგრეთვე ქართული ენის დიალექტებში იმერულსა და რაჭულში დადასტურებული სიტყვა ლაჩაკვა, / ჩალაკვა, რომელიც „ცაციას“ აღნიშნავს. სავარაუდოდ, მნიშვნელობის გადაწევით, შეიცავს მითითებას გარკვეულ ფიზიკურ ნაკლზე :- სიკოჭლესა და მემარცხენეობა/ცაციობაზე, რომელიც კავკასიური მენტალიტეტით ნაკლად ითვლებოდა წარსულში. ქართული ენის მსოფლხედვის გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებალია სიტყვა გადააზრიანებულიყო შეზღუდულ უნარიანის აღსანიშნავად, შემდეგ კი მნიშვნელობა გაეფართოებინა და მშიშარა, ანუ ლაჩარი აღენიშნა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2020 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



