წარმოქმნილ სახელთა სემანტიკური ჯგუფები უდიურ ენაში
საკვანძო სიტყვები:
უდიური ენა, დერივაცია, სემანტიკური ჯგუფებიანოტაცია
სიტყვაწარმოება ანუ დერივაცია სიტყვის იმგვარი ცვლილებაა, როცა იცვლება მისი ლექსიკური მნიშვნელობა. დერივაცია ფლექსიას უპირისპირდება, რომელიც სიტყვის გრამატიკული მნიშვნელობის ცვლას გულისხმობს. დერივაციის დროს ერთი მეტყველების ნაწილისგან სპეციალური სადერივაციო აფიქსების დართვით იწარმოება იგივე ან სხვა მეტყველების ნაწილები (ახალი ფუძეები). როგორც ცნობილია, ფუძეზე დართვის ადგილის მიხედვით მაწარმოებელი აფიქსები ოთხი სახისაა: პრეფიქსები (თავსართები), სუფიქსები (ბოლოსართები), ინფიქსები (შუასართები) და ცირკუმფიქსები (თავსართ-ბოლოსართები). პრეფიქსები უდიურ სიტყვაწარმოებაში არ გვხვდება. პრეფიქსებად ისტორიულად მოქმედი გრამატიკული კლასის ნიშნები გვაქვს, რომლებიც დღეს ფუძესთან არის შეზრდილი და მხოლოდ ისტორიულ-ეტიმოლოგიური ძიების შედეგად გამოიყოფა. ინფიქსებად უდიურში პირის ნიშნები გვხვდება. უდიურისთვის არც ცირკუმფიქსული წარმოებაა დამახასიათებელი. უდიურში გავრცელებულია ოდენ სუფიქსური სიტყვაწარმოება.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2020 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



