რამდენიმე საერთოქართველური ლექსემისათვის

ავტორები

  • მაკა ლაბარტყავა თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

საკვანძო სიტყვები:

მთა, კონცხი, წვერი, ზეგანი, საერთოქართველური

ანოტაცია

მოხსენებაში განხილულია „მთა-კლდის“ ნაწილების აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები (კონცხი, წვერო, ზეგანი, კინწრუხა, ქიმი, ნაპრალი, ცხვირი, შტო, გოხი, კალთა, ფიქალი, კინკრიხო, ცერი). გაანალიზებულია მთა-კლდის ნაწილების აღმნიშვნელი, საერთოქართველური ძირის მქონე ლექსემები [მაგ.: ს.-ქართვ. *კონცხ „მწვერვალზე ასვლა, მწვერვალი“ → ქართ. კონცხი : ზან. კინჩხ-ი || კჷნჩხ-ი ← კონჩხ-ი: სვან. კ რჩხ- || კ რჩხ || კორჩხ- (←*კონჩხ-); ს-ქართვ. *კონწ- „მწვერვალი, კენწერო, თხემი, თეძო“ →ქართ. კონწ-უ-ხ-ი || კუნწ-უ-ხ-ი, კუნწ-ი, კუნწულ-ი, კენწ-ერ-ო ← *კონწ-ერ-ო : ზან. კვინჭ-ჷ-ხ-ე ← *კონჭ-უხ-ე, კუჭ-ან-ი ← *კონჭ-ან-ი; ქართულში ცერ – ცერ-ი გვაქვს, რომელსაც მეგრულში ჩანჯ – (ჩან – ჩანჯ-ი კით-ი (ჩან-ი – კით-ი / ჩან – კით-ი „ცერი“ შეესაბამება, ხოლო სვანურში ჩერ – ჩერ –შდ-ოლ (ბალსზემოურში) ჩერ – შტ-ოლ / ლაშხურში), აღდგენილია*ცერ არქეტიპი ქართულ-ზანური ერთიანობის ხანისათვის]... განხილულია ის ლექსიკური ერთეულები, რომელთაც შესატყვისები ეძებნებათ ქართველურ ენებში. აგრეთვე წარმოდგენილია მოტივაციით მიღებულ სახელთა ანალიზი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-11-11

როგორ უნდა ციტირება