ჟურნალის შესახებ

"ტექსტი და ინტერპრეტაცია" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის რეცენზირებადი, ელექტრონული, ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალია (ISSN 2960-9461), რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ტექსტის კვლევებზე დაფუძნებულ ინტერდიციპლინარული ნაშრომების შექმნას. სარედაქციო კოლეგია მიესალმება მოხსენებებს, რომელიც შეეხება:

  • ტექსტის ინტერპრეტაცია ლიტერატურათმცოდნეობაში.
  • ტექსტის ლინგვო-სტილისტური ინტერპრეტაცია
  • ტექსტის ინტერპრეტაცია სხვა მწერლების ნაწარმოებებში.
  • ტექსტის ინტერპრეტაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგებში (თეატრი, კინემატოგრაფი, ბალეტი და სხვ.).
  • თარგმანი, როგორც ტექსტის ინტერპრეტაცია.

ჟურნალი განკუთვნილია ჰუმანიტარული პროფილის სპეციალისტებისათვის: პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერ-თანამშრომლების და დოქტორანტებისთვის.

Announcements

ტექსტი და ინტერპრეტაცია

2026-11-03

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი 2026 წლის მაისში გამართავს რიგით მეოთხე კონფერენციას:

ტექსტი და ინტერპრეტაცია

კონფერენცია ეძღვნება პროფესორ ნიკო ყიასაშვილის ხსოვნას.

Read more about ტექსტი და ინტერპრეტაცია