გამოქვეყნებული 2017-04-03
საკვანძო სიტყვები
- ქართველი ფემინისტები,
- პოლიტიკური სუბიექტი,
- 1910-იანი წლები,
- რუსეთის რევოლუცია,
- საბჭოთა სახელმწიფო.
როგორ უნდა ციტირება
ანოტაცია
მოცემული კვლევის მიზანია დაადგინოს, თუ როგორ და რა გზებით ცდილობდნენ მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველი ქალები/ფემინისტები საკუთარი თავის პოლიტიკურ სუბიექტად განხორციელებას; როგორ ეთავსებოდა ეს მცდელობა იმდროინდელ ზოგად პოლიტიკურ კონტექსტს; როგორ განვითარდა ამ ქალების, როგორც ფემინისტებისა და პოლიტიკური სუბიექტების ბედი საბჭოთა სახელმწიფოში. კვლევის ფოკუსის ამგვარი განსაზღვრა განაპირობა იმან, რომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია რუსეთის რევოლუციისა და ადრეული საბჭოთა სახელმწიფოს როლის დადგენა ქართული საზოგადოების განვითარებაში, აგრეთვე, ქალების როგორც პოლიტიკური სუბიექტების ისტორიის წინ წამოწევა აკადემიასა თუ ფართო საზოგადოებაში. კვლევა ეფუძნება არქივში მოძიებულ ტექსტებს. მონაცემების დამუშავება ხდება გენდერის, როგორც ანალიტიკური კატეგორიის გათვალისწინებით. გაანალიზებულია ორი ქართველი ფემინისტის, კატო მიქელაძისა (1877-1943) და ნინო ტყეშელაშვილისა (1874-1956) პოლიტიკური მოღვაწეობა და აქტივიზმი 1910-იან წლებში, აგრეთვე, მათი მიმართებები თუ რეაქციები რუსეთის რევოლუციაზე (1917 წლის თებერვლის და ოქტომბრის რევოლუციებზე). მიუხედავად ამ ქალების/ფემინისტების პოლიტიკური და რევოლუციური აქტივობისა 1910-იან წლებში, უკვე 1920-იან წლებში იწყება მათი გარდასახვა მწერლებად და პოეტებად და ეს ხდება მათი დომინანტი იდენტობა, რითიც საბოლოოდ დამკვიდრნენ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში, აგრეთვე, თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიასა და დისკურსშიც. კვლევაში მონაცემთა ანალიზის საშუალებით ვაჩვენებ, თუ რამ განაპირობა ამ ქალების საქმიანობის ცვლილება და ისტორიაში მათი, როგორც ფემინისტებისა და პოლიტიკური სუბიექტების მარგინალიზაცია.
წყაროები
- გაფრინდაშვილი, ლელა. 2014. “ფემინიზმი და ქალის უფლებები: მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისაკენ”. მოძიებულია 24 იანვარს, 2017: http://www.feminism-boell.org/ka/2014/05/08/peminizmi-da-kalis-uplebebi-mozraoba-napiridan-centrisaken
- მიქელაძე, კატო. 1917-1918. “ხმა ქართველი ქალისა.” წიგნში კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები, რედ. თამთა მელაშვილი, 26-178. თბილისი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო.
- მელაშვილი, თამთა, რედ. 2013. კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები. თბილისი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო.
- სურგულაძე, აკაკი და პაატა სურგულაძე. 1991. საქართველოს ისტორია 1783-1990 (საკითხავი წიგნი). თბილისი: საქართველოს მაცნე.
- ტყეშელაშვილი, ნინო. 1932. კავკასიელ ქალთა ბრძოლა სწორუფლებისათვის რევოლუციონურ კულტურულ ფრონტზე, არქივი #9503-6. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის არქივი, თბილისი.
- ტყეშელაშვილი, ნინო. 12 მარტი, 1943. ჩემი ბიოგრაფია, არქივი #9502-6. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის არქივი, თბილისი.
- ჩიხლაძე, ნინო. 1990. კატო მიქელაძე (1878-1942).
- http://nateba.net/index.php/biographies/133-mikeladze-ka
- ჩიხლაძე, ნინო. 1990. ნინო ტყეშელაშვილი (1874- ?). http://nateba.net/index.php/biographies/178-tkeshelashvili
- ჩხენკელი, აკაკი. 19 ნოემბერი, 1917. “ა. ჩხენკელის სიტყვა საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე.” ლიბერალი, 30 მარტი, 2015. http://liberali.ge/articles/view/3967/a-chkhenkelis-sityva-saqartvelos-pirvel-erovnul-yrilobaze
- ხვადაგიანი, ირაკლი და ლელა გაფრინდაშვილი. 2016. დამფუძნებელი კრების შენობა, http://www.feminism-boell.org/ka/2016/06/07/dampuznebeli-krebis-shenoba
- ხომერიკი, ლელა და მანანა ჯავახიშვილი. 2005. ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში: XIX საუკუნის მეორე ნახევარი და XX საუკუნის დასაწყისი. თბილისი.
- Clements, Barbara Evans. 1982. “Working-class and Peasant Women in the Russian Revolution, 1917-1923.” Signs, 8(2):215-235.
- Engel, Barbara Alpern. 1977. “The Emergence of Women Revolutionaries in Russia.” Frontiers: A Journal of Women Studies 2(1):92-105.
- Galili, Ziva. 1990. “Women and the Russian Revolution.” Dialectical Anthropology 15(2/3):119-127.
- Goldman, Wendy Z. 1993. Women, the State and Revolution: Soviet Family Policy and Social Life, 1917-1936. Cambridge: Cambridge University Press.
- Kollontai, Alexandra. 1920.Communism and the Family.https://www.marxists.org/archive/kollonta/1920/communism-family.htm
- McDermid, Jane and Anna Hillyar. 1999. Midwives of the Revolution: Female Bolsheviks and Women Workers in 1917. London: UCL Press.
- Racioppi, Linda and Katherine O’Sullivan See. 1995. “Organizing Women Before and After the Fall: Women's Politics in the Soviet Union and Post-Soviet Russia.” Signs, 20(4):818-850.