ტომი 3 (2021): ხმა ქართველი ქალისა
სტატიები

ეკონომიკური ჩაგვრის გენდერული ჩრდილები: მემკვიდრეობის გადანაწილების ძალაუფლებრივი ასპექტები

გამოქვეყნებულია 2021-11-25

საკვანძო სიტყვები

  • დისკურსის კრიტიკული ანალიზი,
  • ძალაუფლებრივი ურთიერთობები,
  • დიფერენცირებული აღზრდა,
  • მემკვიდრეობის არათანასწორი გადანაწილება,
  • პერფორმატიულობა,
  • სიმბოლური კაპიტალი,
  • ექსპლუატაცია,
  • ინტერნალიზებული პატრიარქატი
  • ...More
    Less

ციტირების წესი

ჩიტაია მ. (2021). ეკონომიკური ჩაგვრის გენდერული ჩრდილები: მემკვიდრეობის გადანაწილების ძალაუფლებრივი ასპექტები. ხმა ქართველი ქალისა, 3. https://doi.org/10.48614/vgw.3.2021.3090

რეზიუმე

წინამდებარე კვლევის მიზანია შეისწავლოს მშობლების მიერ ქალების მემკვიდრეობის სქემიდან გამოთიშვის წინაპირობები და შედეგები. მიუხედავად არსებული სამართლებრივი მექანიზმებისა, სოციალური პრაქტიკები ადასტურებენ, რომ ხშირ შემთხვევებში ქალებს მშობლების სამკვიდრო წილი არ ერგებათ. სამკვირდრო წილის არათანაბარ გადანაწილებას გენდერული ჩაგვრის განზომილება აქვს, ამიტომ კვლევა შეისწავლის ძალაუფლებრივი ურთიერთობის ფორმებსა და შედეგებს, რის საფუძველზეც ხდება გენდერული როლებისა და მოლოდინების შექმნა მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. კვლევა ასევე შეისწავლის მემკვიდრეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით ქალების წინააღმდეგობის სტრატეგიებსა და მათ შედეგებს. და ბოლოს, კვლევა განიხილავს რამდენად იცვლება თაობათაშორისი დისკურსი სამკვიდრო წილთან მიმართებაში და რა განაპირობებს ამ ცვლილებას.

კვლევა ეფუძნება თვისებრივ მეთოდოლოგიას, მონაცემთა შეგროვების მეთოდად კი გამოყენებულ იქნა მიზნობრივი შერჩევა, რასაც მოყვა მისი ერთ-ერთი ნაირსახეობის – თოვლის გუნდის პრინციპით იმ რესპონდენტების გამოვლენა, ვისაც მემკვიდრეობის უთანასწორო გადანაწილების გამოცდილება ჰქონია. ჩატარდა 15 ჩაღრმავებული, ემპათიური ინტერვიუ და 2 ფოკუს ჯგუფი. კვლევის ანალიზის მეთოდად გამოყენებულ იქნა დისკურსის კრიტიკული ანალიზი, რომელიც ეყრდნობა მიშელ ფუკოს დისკურსის პოლიტიკის ანალიზის თეორიულ ჩარჩოს. კვლევის ანალიზის თეორიული ჩარჩო ეფუძნება ძალაუფლებრივი ურთიერთობების არსსა და მისი გამოვლენის ფორმებს, კერძოდ, სუბორდინაციას, დისციპლინირებასა და ექსპლუატაციას. ასევე ამ ფორმების შედეგებს.

კვლევის მონაცემების ანალიზისას გამოვლინდა, რომ მემკვიდრეობის არათანაბრად გადანაწილებას და შედეგად ქალების მშობლების მემკვიდრეობის სქემიდან გამოთიშვას თავისი წინაპირობები გააჩნია. გამოაშკარავდა ოჯახებში მემკვიდრეობის გადანაწილებასთან დაკავშრებული დისკურსები, რის საფუძველზეც ხდება განსხვავებული გენდერული როლებისა და მოლოდინების შექმნა. აღნიშნული დისკურსები ვლინდება კოლექტიურ ცოდნაში, ასევე ენობრივ კატეგორიებსა და ოჯახურ წეს- ჩვეულებებში, აღზრდის დისციპლინირების ფორმებში, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდების სხვადასხვა ღირებულებით კატეგორიებში მონიშვნას, მათ სუბორდინაციას და საკუთრების ფლობიდან მათ გამოთიშვას.

კვლევამ აჩვენა, რომ ქალები იშვიათად, მაგრამ მაინც აცხადებენ პრეტენზიას მშობლების მემკვიდრეობის მისაღებად. ქალების ამ მოთხოვნას უარყოფითად ხვდებიან მათი ოჯახები, რაც ხდება ქალების გარიყვის საფუძველი. ქალები განიცდიან უსამართლობის გრძნობას და შედეგად, პროტესტის ნიშნად, ისინი უარს ამბობენ იზრუნონ მშობლებზე, რაც ქალებისთვის სამაგიეროს გადახდის ერთგვარი საშუალებაა და ამდენად, გამარჯვების სტრატეგია.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ მემკვიდრეობის არათანაბრად გადანაწილების დისკურსი თაობების ცვლილებასთან ერთად წარმავალია. ეს განპირობებულია გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ზრდით, ასევე ოჯახებში პატრიარქალური გენდერული როლების ცვლილებით.

ლიტერატურა / წყაროების მითითება

  1. Bourdieu, P. (1991), Language and Symbolic Power, Cambridge, MA: Harvard University Press
  2. Foucault, M. (1968). Politics and the study of Discourse. In Burchell, G., Gordon, C., and Miller, P (Eds.)
  3. Foucault, M. (1978) The History of Sexuality (vol. 1). New York: Pantheon Books
  4. Foucault, M. (2020), The Subject and Power. Source: The University of Chicago Press
  5. Goffman, E. (1956) The Presentation of Self in Everyday Life , Ch. 6 & 7,. Edinburgh: University of Edinburgh
  6. International Organization for Migration, (2016) Barriers to Women`s Land and property access and ownership in Nepal, pp. 8-10
  7. Power, E. (1999), An Introduction to Pierre Bourdieu’s Key Theoretical Concepts, Journal for the Study of Food and Society, Queen`s University
  8. UN Women, (2018) Prevalence and patterns of violence against women by male intimate partners, Chapter 4, pp. 46-48, National Study on Violence against women in Georgia
  9. Young, M., (2011), Five faces of Oppression, pp.48-53, Justice and the Politics of Difference, Princeton University Press
  10. გაეროს განვითარების პროგრამა, (2018) ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში, საქართველო
  11. გაეროს განვითარების პროგრამა, (2019), ქალები, კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულებები
  12. გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის, (2018) დასაქმება და გენდერი საქართველოში – საკითხის მოკლე აღწერა
  13. საქსტატი (2020), სამუშაო ძალა, ხელფასები, ქალი და კაცი საქართველოში
  14. საქსტატი, (2018), მფლობელობის გავრცელების მაჩვენებლებლები, პილოტური კვლევა გენდერულად
  15. დიფერენცირებული მონაცემების შეგროვებაზე აქტივების ფლობასა და მეწარმეობაზე, საქართველო
  16. საქსტატი, (2020), ბიზნეს სექტორი, ქალი და კაცი საქართველოში
  17. წულაძე, ლ. (2020), სოციოლოგიური კვლევის თვისებრივი მეთოდები, თსუ გამომცემლობა
  18. White, N., (2002), Not Under My Roof, Source: Youth and Society, Sage publication