ქალი, როგორც საკუთრება: საკითხის პრობლემატიზაცია მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ ფემინისტურ ნააზრევში
Published 2021-12-30
Keywords
- საკუთრება,
- მონოგამიური ოჯახი,
- ქალის შრომა,
- სოციალური კლასი,
- მუშათა კლასი
- ბატონყმობა,
- პატრიარქატი,
- გასაგნება,
- სექსუალობა,
- გაუპატიურება,
- ტრეფიკინგი,
- მოტაცება. ...More
How to Cite
Abstract
აღნიშნული სტატია გვთავაზობს მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ ფემინისტურ ნარატივში ქალის, როგორც საკუთრების იდეის მიმოხილვას. ტექსტში გაანალიზებულია ორი მნიშვნელოვანი ფემინისტი აქტივისტის, ლიდია მეგრელიძისა და კატო მიქელაძის პერსპექტივები იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობდა მათ ეპოქაში ქალის საკუთრებად აღქმა, რომელ ისტორიულ პერიოდს უკავშირდება აღნიშნული პრობლემა და რატომ არის ის ქალთა ჩაგვრის სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შრე. სტატიაში მიმოხილული მასალა ეყრდნობა ლიდია მეგრელიძისა და კატო მიქელაძის არქივებს. მეგრელიძის თვალსაზრისები გვხვდება გაზეთ ,,ახალ კვალში’’ დაბეჭდილ მის წერილებში. ასევე აღნიშნულ თემაზე აქცენტები მან ,,მწერალთა სახლში’’ გამოთქმულ სიტყვაში გააჟღერა. კატო მიქელაძის ხედვა მიმობნეულია მთელს თავის პუბლიცისტიკაში, რომელიც იბეჭდებოდა მისივე გაზეთში ,,ხმა ქართველი ქალისა’’.ისტორიული მიმოხილვის კვალდაკვალ, მეგრელიძე და მიქელაძე ქალთა ჩაგვრის საკუთრების ჭრილში ახსნას ისეთი მნიშვნელოვანი კატეგორიების საშუალებით ახდენენ, როგორიცაა სოციალური კლასი და ქალის სექსუალობა. მეგრელიძის თანახმად, მუშათა ოჯახში ქალი საკუთრებად არ განიხილებოდა, რამდენადაც აქ კერძო საკუთრების ფლობიდან აქცენტი მეუღლეებს შორის ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე იყო გადატანილი. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ბატონყმობის გაუქმებასთან ერთად, კერძო საკუთრების ფლობამ მონოგამიური ოჯახი მეტად იერარქიული გახადა და ქალი მატერიალური სარგებლის მიღების ერთ-ერთ წყაროდ გადააქცია. კატო მიქელაძემ ქალის საკუთრებად აღქმის პრობლემა სექსუალობასთან დააკავშირა და ქალის გაუპატიურების (მათ შორის - ქმრის მიერ), მოტაცების, ტრეფიკინგის საკითხების წინ წამოწევით მან ეს ცნება გააფართოვა. ლიდია მეგრელიძისა და კატო მიქელაძის მოსაზრებები მნიშვნელოვანია, რამდენადაც, ისინი დასაბუთებულად და გამბედავად საუბრობენ საზოგადოებაში არსებულ იმ მავნე პრაქტიკებზე, რომლებიც ხშირად ტაბუდადებული და მიჩქმალული იყო ამავე პრაქტიკების კვლავწარმოების სასარგებლოდ და ითვალისსწინებენ ყველაზე მთავარს, ადგილობრივ კონტექსტს, რაც ქალთა ისტორიის აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს.
References
- გაფრინდაშვილი, ლ. (2014). ფემინიზმი და ქალის უფლებები: მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისაკენ. (გვ. 27-53).
- მარუაშვილი, ქ. (1917 #6). ამხანაგ ქალებს. ხმა ქართველი ქალისა, გვ.1-2.
- მელაშვილი, თ. (2013). კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები. თბილისი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო.
- მეგრელიძე, ლ. (1915 #12). მშრომელ ქალთა მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში. „ახალი კვალი“.
- მეგრელიძე, ლ.(1915 #5). ქართველ ქალთა მდგომარეობა საქართველოში. „ახალი კვალი“.
- მეგრელიძე, ლ.(1915 #8). მშრომელ ქალთა მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში. „ახალი კვალი“.
- მეგრელიძე, ლ. (1915 #11). მშრომელ ქალთა მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში. „ახალი კვალი“.
- მეგრელიძე, ლ. (თარიღი უცნობია), ქართველი ქალი ცხოვრებაში და ლიტერატურაში,გ.ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმი, ლიდია მეგრელიძის არქივი, #24070.
- მიქელაძე, კ. (1917 #27). ქალი და დამფუძნებელი კრება. ხმა ქართველი ქალისა, გვ.2.
- მიქელაძე, კ. (1917 #2). ქართველი ქალი დღევანდელს ოჯახში, გვ.1.
- მიქელაძე, კ. (1917 #12). ქართველ ქალებს სცემენ და აუპატიურებენ, გვ.1.
- მიქელაძე, კ. (1917 #17). ქალებით ვაჭრობა, გვ.4.
- მიქელაძე, გ. (1917 #2). ქართველი ქალი დღევანდელს ოჯახში. გვ.1.
- მიქელაძე, კ. (1917 #4). ქ.ქუთაისის ქალებს. გვ.1.
- მიქელაძე, კ. (1917 #10). დედრობითი სქესის შემოქმედება.
- მიქელაძე, კ. (1917 #17-31). მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა.
- ტყეშელაშვილი, ნ. (1922). კავკასიელ ქალთა ბრძოლა სწორუფლებისთვის რევოლუციონურ კულტურულ ფრონტზე. # 9503-6.
- Irigary, L. (1985). This sex which is not one (Porter C. Trans). New York: Ithaka. (Original work published in 1977).
- McEachran, A. Marx & Engels: The German Ideology.
- Tylor, Mill, H. (1868). Enfranchisement of women. London: Trubner and Co.
- The Laws of Manu (Georg Buhler Trans). http://www.sacred-texts.com/hin/manu. გადამოწმებულია 28.01.2018.