ტომ. 3 (2021): ხმა ქართველი ქალისა
სტატიები

ბაბილინა ხოსიტაშვილის გზა დამოუკიდებელ ავტორობამდე (მისივე დღიურის ანალიზის მიხედვით)

გამოქვეყნებული 2021-11-25

საკვანძო სიტყვები

  • ლიტერატურა,
  • ფემინისტი ავტორები,
  • ქალი პუბლიცისტები,
  • პუბლიცისტიკა,
  • ფემინისტური კრიტიკა

როგორ უნდა ციტირება

საგინაშვილი მ. (2021). ბაბილინა ხოსიტაშვილის გზა დამოუკიდებელ ავტორობამდე (მისივე დღიურის ანალიზის მიხედვით). ხმა ქართველი ქალისა, 3. https://doi.org/10.48614/vgw.3.2021.3093

ანოტაცია

სტატიაში განხილული და გაანალიზებულია მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ სინამდვილეში პუბლიცისტ ქალად შედგომის გზის სირთულეები, ბაბილინა ხოსიტაშვილის გამოცდილებაზე დაფუძნებით. სტატიის ამოცანაა, უპასუხოს კითხვას: ჰქონდათ თუ არა ქალებს და ამ შემთხვევაში, ბაბილინა ხოსიტაშვილს, რაიმე სახის ბარიერი პუბლიცისტად იდენტიფიცირების ან ნაშრომების გამოქვეყნების ეტაპებზე? ხოლო, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განსაზღვროს გამოწვევათა რაობა. სტატიაში ანალიტიკა სრულად ეყრდნობა ბაბილინა ხოსიტაშვილის დღიურის ჩანაწერებს და გამომდინარეობს თავად ბაბილინას თვითრეპრეზენტაციის ანალიზიდან.

წყაროები

  1. Bocur, M. (2008). An achipelagoos Stories: Gender History in Eastern Europe. AHR forum. American historical review.
  2. Miles, R. (2001). Who cooked the last supper? New York: Three rivers press.
  3. მუშკუდიანი, ლ. (2019). ბაბილინა ხოსიტაშვილი (პოდკასტი). Heinrich Boll Stiftung.
  4. ქრისტინე კუხიანიძე, ლანა მუშკუდიანი, თამარ ნოდარიშვილი, სალომე ქინქლაძე, ნინო ცქიფურიშვილი,
  5. მარიამ ჭანჭალეიშვილი, ქეთევან ხუციშვილი. (2018). ცხოვრება ორ წყალს შუა. თბილისი: ორბელიანი საქართველო.