ტომ. 3 (2021): ხმა ქართველი ქალისა
სტატიები

ქალების როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მაგალითზე

გამოქვეყნებული 2021-11-25

საკვანძო სიტყვები

  • მშვიდობის მშენებლობა,
  • ქართულ-აფხაზური კონფლიქტი,
  • კონფლიქტის ტრანსფორმაცია,
  • ქალების დიპლომატია,
  • არასამთავრობო ორგანიზაციები,
  • სახალხო დიპლომატია
  • ...More
    Less

როგორ უნდა ციტირება

მჭედლიშვილი მ. (2021). ქალების როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მაგალითზე. ხმა ქართველი ქალისა, 3. https://doi.org/10.48614/vgw.3.2021.3092

ანოტაცია

ნაშრომში გაანალიზებულია ქალების როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მაგალითზე. კერძოდ, განხილულია თუ რა წარმატებებს მიაღწიეს ქალებმა წლების განმავლობაში მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესებში. ამასთანავე, ხაზგასმულია იძულებით გადაადგილებული ქალების მნიშვნელოვანი როლი შერიგების პროცესებში, რომლებიც გვევლინებიან არა მხოლოდ როგორც კონფლიქტის მსხვერპლები, არამედ როგორც პირველი აგენტები ცვლილებებისთვის. ნაშრომში ასევე გაანალიზებულია დღესდღეობით ქალების წინაშე მდგარი რიგი წინააღმდეგობები.

საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ-აფხაზური „გაყინული კონფლიქტის~, გაყოფილი ქართულ-აფხაზური საზოგადოებებისა და წლების განმავლობაში ჩიხში შესული ფორმალური მოლაპარაკებების პირობებში აუცილებელი ხდება დიალოგისთვის ალტერნატიული გზების ძიება. კვლევა შეისწავლის ქალთა ჩართულობას მშვიდობის მშენებლობის პროცესში, არაოფიციალური მოლაპარაკებებისა და სახალხო დიპლომატიის ფარგლებში. შესაბამისად, ნაშრომში განხილულია საქართველოში მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების სიღრმისეული ინტერვიუები. კვლევის თანახმად დგინდება, რომ ქართულ-აფხაზური „გაყინული კონფლიქტისა~ და ჩიხში შესული ფორმალური მოლაპარაკებების პირობებში, მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობა ქმნის საფუძველს საერთო თანამშრომლობისა და ინტერ-ეთნიკური დიალოგისთვის.

წყაროები

  1. გამახარია, ეკატერინე. 2015. ქალთა მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში: პრობლემები, წარმატებები, პერსპექტივები. კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი. http://fsokhumi.ge/images/2015/28.10-28.11/Publikacia/3/ge-en.pdf
  2. ზურაბიშვილი, თინათინ. 2006. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. http://old.ucss.ge/publication/012%20Tvisebrivi%20Metodebi%20Socialur%20Kvlevebshi.pdf
  3. Cárdenas, Magda Lorena. 2019. -Women-to-Women Diplomacy in Georgia: A Peacebuilding Strategy in Frozen Conflict.” Civil Wars 21(3):385-409. https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/13698249.2019.1667713
  4. Chkheidze, Ketevan. 2010. ~Gender Politics in Georgia.” Caucasus Analytical Digest 21:2-4. https://css.ethz.ch/content/dam/ethz/special-interest/gess/cis/center-for-securities-studies/pdfs/CAD-21-2-4.pdf
  5. Cohn, Carol. 2004. ~Feminist Peacemaking.” The Women’s Review of Books, XXI (5):8-9 https://genderandsecurity.org/sites/default/files/Cohn_Feminist_Peacemaking.pdf
  6. El-Bushra, Judy. 2008. ~Feminism, Gender and Women’s Peace Activism.” In Gender Myths and Feminist Fables, რედაქტორი Andrea Cornwall, Elizabeth Harrison and Ann Whitehead, 127-143. Blackwell Publishing. https://tinyurl.com/p2wwa8dn
  7. Erzurum, Kemal and Eren, Berna. 2014. ~Women in Peacebuilding: A Criticism of Gendered Solutions in Post conflict Situations.” Journal of Applied Security Research 9:236-256. https://acikerisim.medipol.edu.tr/xmlui/bitstream/handle/20.500.12511/1260/erenberna%28014%29.%20pdf?sequence=1&isAllowed=n
  8. Gamakharia, Ekaterine. 2012. Women in Search of Peace. Cultural-Humanitarian Foundation ~SUKHUMI”.
  9. Kabachnik, Peter, Magdalena Grabowska, Joana Regulska, Beth Mitchneck, and Olga V. Mayorova. 2013.
  10. -Traumatic Masculinities: the Gendered Geographies of Georgian IDPs from Abkhazia.” Gender, Place & Culture: A Journal of Feminist Geography 20(6):773-793.
  11. Kvinna till Kvinna. 2012. Equal Power – Lasting Peace, Obstacles for women’s participation in peace processes. The Kvinna till Kvinna Foundation. http://www.equalpowerlastingpeace.org/wp-content/uploads/2012/06/Equal-Power_print.pdf
  12. Nakaya, Sumie. 2004. -Women and Gender Equality in Peacebuilding: Somalia and Mozambique.” In Building Sustainable Peace, რედაქტორი Tom Keating and W. Andy Knight, 143-148. The University of Alberta Press and United Nations University Press. https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=xqLEMMhPAkYC&oi=fnd&pg=PA143&dq=women+in+peac#v=onepage&q=women%20in%20peac&f=false