ქართველ ქალთა საკითხი ლიდია მეგრელიძის პერსპექტივიდან (პასუხი კონსტანტინე კაპანელის ფილოსოფიურ ნაშრომზე)
Published 2021-12-30
Keywords
- ქალთა ისტორია,
- ფემინიზმი,
- ოჯახი,
- დედობა,
- სექსუალობა
- სიყვარული,
- სოციალური კლასი,
- მუშათა კლასი,
- კერძო საკუთრება. ...More
How to Cite
Abstract
ნაშრომში განხილულია მწერალთა სახლში წაკითხული ლიდია მეგრელიძის მოხსენება, რომელიც ეხება კონსტანტინე კაპანელის წიგნს "სული და იდეა". ამ მოხსენების ანალიზი და მის კვალდაკვალ კონსტანტინე კაპანელის წიგნთან მიბრუნება, საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, აქამდე როგორც საბავშვო მწერლად ცნობილი, ქალი ავტორის საკმაოდ მწვავე კრიტიკა, რომელიც გავლენიანი ფილოსოფოსი კაცისკენაა მიმართული. კაპანელი ქართველ ქალებს ადანაშაულებდა, რომ მათ აღარ აქვთ სიყვარული და ვნება, დედობრივი სინაზე, ქალურობა, ოჯახისადმი პატივისცემა. იგი ქართველ ქალთა დახასიათებით აღწერდა ქვეყნის უკეთურობებს. ლიდია მეგრელიძე კი მიჰყვება კაპანელის აზრთა ჯაჭვს და გამოხატავს უკმაყოფილებას ქალთა ასეთი დემონიზების გამო - ლიდია საუბრობს სოციალური კლასის და კონტექსტის გათვალისწინების აუცილებლობაზე ქალებზე საუბრისას; იგი კითხვის ქვეშ სვამს კაპანელის მიერ აღქმულ ოჯახს - მის მიხედვით, ოჯახი არაა ურყევი, იგი იცვლება და მისი ხასიათი მუდმივად უნდა იყოს განსჯის საგანი; ლიდია ეხება ქართველი ქალის სექსუალობასა და ინდივიდუალობას.
ლიდიას კრიტიკა მნიშვნელოვანია არამხოლოდ მისი მკაფიო პროტესტის გამო, რომელიც ქალთა მდგომარეობის და საკითხის შეუსაბამოდ წარმოჩენას შეეხება, არამედ იმ არგუმენტაციის გამო, რომლის ირგვლივაც იგი აგებს თავის მოხსენებას. მოხსენება ლიდიას ფემინისტური ხედვაა. რეალურად, ამ მოხსენების საშუალებით, რომელიც ლიდიას ხელნაწერის სახითაა შენახული გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში და რომელსაც მიწერილი აქვს “ქალთა საკითხს ეხება”, გაისმა აქამდე გაუჟღერებელი ფემინისტი ავტორის ხმა, რომელიც პატრიარქალური აზროვნების წინააღმდეგ გამოდის და არ ეპუება ავტორიტეტებს.References
- კაპანელი, კ. სული და იდეა (1923). ბათუმი: გამომცემელი ალ. ესაკია.
- კოდუა, ე. (რედ) ფილოსოფიური შრომები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
- მეგრელიძე, ლ. (1915), ქართველ ქალთა მდგომარეობა საქართველოში, „ახალი კვალი“. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმი, ლიდია მეგრელიძის არქივი #24068/5.
- სურგულაძე, ა. საქართველოს ისტორია 1783-1990. თბილისი: საქართველოს მაცნე
- მეგრელიძე, ლ. (1968), ალიონის ვარსკვლავი - წინასიტყვაობა, თბილისი: გამომცემლობა „ნაკადული“.
- მეგრელიძე, ლ. (1956), ლიდია ისმაილის ასული მეგრელიძის ავტობიოგრაფია, გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმი, ლიდია მეგრელიძის არქივი # 22652 – 6
- მეგრელიძე, ლ. (თარიღი უცნობია), ქართველი ქალი ცხოვრებაში და ლიტერატურაში, გ.ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმი, ლიდია მეგრელიძის არქივი, #24070.
- მელაშვილი, თ. (2013). კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები. თბილისი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
- როსკიპი (დეფინიცია), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გადამოწმებულია 03.02.16
- http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=35866
- ტყეშელაშვილი, ნ (1922). კავკასიელ ქალთა ბრძოლა სწორუფლებისათვის რევოლუციონურ კულტურულ ფრონტზე, გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმი, ნინო ტყეშელაშვილის არქივი, # 9503-6
- ჯავახიშვილი, მ. და ხომერიკი, ლ (2005). ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში, თბილისი: ღია საზოგადოება - საქართველო
- Lerner, G. The Creation of Feminist Consciousness: From the Midle Ages ro Eighty-Seventeen. New York: Oxford University Press. http://quod.lib.umich.edu/cgi/t/text/text გადამოწმებულია 03.02.16.
- Scott, J.W. (1986) Gender: A Useful Category of Historical Analysis, American Historycal Association, Vol 91, #5. Pp. 1053-1075